გლობალური ჯანდაცვის ჩათბოტების ბაზარი 2026 წლისთვის 345,3 მილიონ დოლარამდე გაიზრდება ამის შესახებ  ინფორმაციას health.einnews.com ავრცელებს, მათი  ცნობით  ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ყოველდღიურად უფრო აქტიური ხდება ხელოვნური ინტელექტი.ხელოვნური ინტელექტი ბევრ  სხვადასხვა სფეროსთან  ერთად ჯანდაცვის  სფეროსაც მოიცავს.

 

„ერთი-ერთი ასეთი ინოვაცია არის ჩათბოტი, რომელიც შექმნილია პაციენტებთან საუბრის სიმულაციისთვის. ჩათბოტი ამარტივებს სამედიცინო  სერვისების მიღებას და მას ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის“. — წერია სტატიაში.

დატვირთული ცხოვრების რიტმის გამო პაციენტები  ექიმთა  დროულად  ვიზიტს  ვერ ახერხებენ ჯანდაცვის ჩათბოტი კი მათ  საშუალებას  აძლევს, რომ სამედიცინო  რჩევები და ინფორმაცია  დღის  ნებისმიერ მონაკვეთში, რიგში დგომის გარეშე მიიღონ. ჩათბოტებს  შეუძლიათ  პაციენტის  პირველად  კონსულტაცია რაც დაეხმარება იმაში, რომ დროულად დაადგინონ საჭიროა  თუ  არა დაუყოვნებლივი  სასწრაფო დახმარება, ან რამდენად შესაძლებელია  სიმპტომების  სახლში მართვა.

 

გარდა ამისა, ჯანდაცვის ჩათბოტებს შეუძლიათ შეგახსენოთ მედიკამენტის დროული მიღება, ასევე მოგაწოდონ პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო  რეკომენდაციები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩათბოტების მსგავსი ფუნქცია დაეხმარება პაციენტებს მკურნალობაში, რაც დადებითად აისახება როგორც მედპერსონალზე, ასევე მთლიანად ჯანდაცვის სექტორზე.

 

ჯანდაცვის ჩათბოტები ასევე ეხმარებიან სამუშაო პროცესების გამარტივებაში ჯანდაცვის პროვაიდერებს. ამ სისტემას შეუძლია, მედპერსონალს დაეხმაროს ადმინისტრაციულ საქმიანობაში,  რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ უფრო რთულ ამოცანებზე, რომლებიც საჭიროებენ უშუალოდ პერსონალის მონაწილეობას.