iPhone 17-ის დიზაინის შესახებ ხმები გავრცელდა, გუგლმაც დრო იხელთა და ეს დაცინვის ობიექტად აქცია. #BestPhonesForever-ის კამპანიის ფარგლებში გვეუბნება, რომ Apple-მა ინსპირაცია Pixel-ის ხაზიდან მიიღო, უფრო ზუსტად, ჰორიზონტალური კამერის ზოლიდან, რომელიც Google-ის სმარტფონების განმსაზღვრელი მახასიათებელია…

რეკლამას Responding to the Rumors უწოდეს და ასე ორ სმარტფონს შორის პოდკასტის იმიტაცია შემოგვთავაზეს. რაღა თქმა უნდა, აქ Pixel მთავარ როლშია და სარკასტული, ყველაფრის მცოდნე მეგობრის როლს ითავსებს, როცა iPhone გულუბრყვილო პერსონაჟად გვევლინება. ერთად iPhone 17-ის პოტენციურ რენდერებს განიხილავენ, რომლებიც საეჭვოდ ჰგავს პიქსელის დიზაინს. გუგლის პერსონაჟი კი ამბობს, რომ მსგავსება წარმოუდგენელია, მაგრამ აშკარაა, რომ საპირისპიროს ფიქრობს. თუმცა, აქ საქმე მხოლოდ კამერის დიზაინს კი არა, ფუნქციებსაც ეხება:

რაც შეეხება, ეფლის პოზიციას, ამ რეკლამაზე, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რეკლამის ტონი საკმაოდ მსუბუქი და იუმორისტულია, რითაც სურთ, ყურადღება დიზაინისა და ფუნქციების მსგავსებაზე გაამახვილონ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩუმ კონკურენციას ორ ტექნოლოგიურ გიგანტს შორის. 

marketer.ge