ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, ProdAct Community-ის ორგანიზებით, 8 სექტემბერს, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება, რომელიც 450-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის, როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.

კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე:

  • რა ტრენდები იქნება ციფრულ სამყაროში ხვალ?
  • როგორ შეიცვლება პროდუქტის შექმნაში ჩართული რგოლების საქმე და მიდგომები?
  • როგორ მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში?
  • რა ძირითადი უნარები იქნება მოთხოვნადი პროდუქტის მენეჯმენტში?
  • როგორი იქნება მომხმარებლის ქცევა და როგორი პროდუქტები იქნება პოპულარული?

ღონისძიება 12:00- დან 19:00 საათამდე გაგრძელდება და მთლიანობაში მოიცავს ოთხ სექციას, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ნეთვორქინგის ფართო შესაძლებლობებსა და სტანდარტულ სფიჩებს. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს 30-მდე ქართველ და საერთაშორისო სპიკერს, როგორც ქართული წარმატებული კომპანიებიდან  (Bog, Tegeta, M2, Setanta და ა.შ), ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან (Google, Adobe, Spotify, UT Austin).

სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს

კონფერენციის გენერალური პარტნიორია: საქართველოს ბანკი, სხვა პარტნიორები: Tegeta,M2, Radisson, Noxtton, Academy of Digital Industries, GITA, Future Laboratory, Terminal, Moxy by Marriott, BRID, Redbull, Entrepreneur.ge, BMG.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს