2015 წლის შემდეგ პირველად, Tesla-მ 2024 წელი წლიური გაყიდვების კლებით დაასრულა.

კომპანიის გაყიდვები 2023 წელს 1.81 მილიონიდან 1.1%-ით, 1.79 მილიონამდე შემცირდა. მიზეზხად ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება.

ბოლო კვარტალში Tesla-ს გაყიდვების საშუალო ღირებულებამ $41 ათასი შეადგინა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.