გამოცემა TIME-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები 2025 წლის ადამიანად დაასახელა.

წლის ადამიანად დასახელებულებს შორის არიან Nvidia-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი, X-ის მფლობელი ილონ მასკი და კომპიუტერული მეცნიერი, ფეი ფეი ლი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის დახვეწაში დიდი წვლილი შეიტანა.

ექსპერტების მიხედვით, გამოცემის წლევანდელი გარეკანი იმის ნიშანია, რომ ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მის განვითარებაში იღებენ მონაწილეობას, საზოგადოების ახალ სახეს ქმნიან.

გამოცემის მთავარი რედაქტორი, სემ ჯეიკობსის თქმით, არავის ჰქონდა 2025 წელზე იმხელა გავლენა, როგორც იმ პირებს, ვინც მოიგონეს, შექმნეს და ააწყვეს ხელოვნური ინტელექტი.

tabula.ge