გამოქვეყნდა ღია წერილი, რომლითაც მსხვილი ევროპული კომპანების ხელმძღვანელები ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავენ და ურსულა ფონ დერ ლაიენს AI Act-ის შეჩერებას სთხოვენ. 

რატომ სურთ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასთან დაკავშირებული უახლესი კანონის დაპაუზება?

საქმე ისაა, რომ ახალი რეგულაციებით საგრძნობლად შეიზღუდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რაც, ექსპერტების შეფასებით, ბიზნესების საქმიანობას საგრძნობლად გაართულებს.

კომპანიების მენეჯმენტი საერთო წერილში განმარტავენ, The EU AI Act-ის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს ევროპაში ინოვაციების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. კომპანიების ხელმძღვანელებს სურთ, რომ კანონის ამოქმედება იქამდე დაპაუზდეს, სანამ დოკუმენტში საერთო ინტერესებზე მორგებული ცვლილებები არ შევა. 

ევროკომისიის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის, ჰენა ვირკუნენის, ინფორმაციით, კანონის შეჩერებას კომისია აგვისტოში განიხილავს და გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება, რამდენად მზად იქნებიან ევროპული კომპანიები ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის.