ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტექნოლოგიების ლიდერმა, ბილ გეიტსმა, მოწინავე რობოტების სტარტაპებისა და ლაბორატორიების სია გააზიარა, რომლებიც მას შთააგონებენ. ჩამონათვალშია 3 კომპანია, რომელიც ჰუმანოიდური რობოტების შექმნითაა დაკავებული.

ყველაზე ცნობილია Agility და მისი რობოტი Digit-ია, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა ადამიანის მსგავსი რობოტი. სიაშია, ასევე, Apollo-ს Apptronik-ი და RoMeLa-ს ლაბორატორიის მიერ შექმნილი ფეხბურთელი რობოტი ARTEMIS-ი.

„რა არის უფრო სასარგებლო: რამდენიმე რობოტი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ერთი და იგივე დავალების შესრულება უსასრულოდ, თუ ერთი რობოტი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე დავალების შესრულება და მუდმივად ახალი რამის სწავლა? Apptronik-ისთვის პასუხი ცალსახაა. ისინი ავითარებენ ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდურ ორფეხა რობოტ - Apollo-ს, რომელიც შეიძლება დავალებების ფართო სპექტრით დაპროგრამდეს, დაწყებული ქარხანაში ყუთების ტარებით და დამთავრებული სახლის სამუშაოებით", - თქვა გეიტსმა.

ტექნო-გიგანტმა ისიც თქვა, რომ Digit-ი უსწრებს სხვებს მის მიერ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მათ შორის საგულისხმოა მისი ბოლოდროინდელი ექსპერიმენტი Amazon-ის საწყობში, რამაც ხელი შეუწყო Figure-ის BMW-სთან გარიგებაში.