ავსტრალიის უმსხვილესი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მათმა კლიენტმა ქალმა სხვისი წყვილის შვილი გააჩინა.

კონკრეტულად როგორ მოხდა ემბრიონების არევა ცნობილი არ არის, თუმცა გამოძიება გრძელდება. კომპანია Monash IVF-ს ავსტრალიის ტერიტორიაზე ასზე მეტი კლინიკა აქვს. კომპანიაში განაცხადეს, რომ თანამშრომლები განადგურებულები არიან მომხდარის გამო და ეს პირველი შემთხვევაა მათ პრაქტიკაში.

„Monash IVF-ის სახელით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი წუხილი მომხდარის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ პაციენტების მხარდაჭერას ამ ძალიან რთულ დროს“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ კნააპმა.

ხელოვნური განაყოფიერების დროს დაშვებული შეცდომის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თებერვალში ბავშვის მშობლებმა დარჩენილი ემბრიონების სხვა კომპანიაში გადატანა გადაწყვიტეს. შედეგად, მათ ერთით ზედმეტი ემბრიონი აღმოაჩინეს. მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათ სხვისი ემბრიონი გამოიყენეს.

წყარო: imedinews.ge