iPhone 17-ის წარმოება ინდოეთში 2025 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი iPhone-ის საწყისი აწყობა ჩინეთის ფარგლებს გარეთ განხორციელდება. ამის შესახებ Apple-ის ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუომი იტყობინება.

Apple-ის გადაწყვეტილება ინდოეთში სტანდარტული iPhone 17-ის აწყობის შესახებ განპირობებულია დიზაინის „ნაკლები სირთულით“, რაც კომპანიისთვის რისკებს ამცირებს. Apple უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს iPhone-ის ძველ მოდელებსა და სხვა მოწყობილობებს ინდოეთში და ცდილობს შეამციროს წარმოების მოცულობა ჩინეთში.

კომპანია თანდათან უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ინდურ ქარხნებს და იქვე დაიწყო iPhone 14-ის წარმოება 2022 წელის სექტემბერში სმარტფონის გამოშვებისთანავე.

iPhone 15-ის წარმოება ინდოეთში კიდევ უფრო ადრე დაიწყო: ინდურმა ქარხნებმა iPhone 15-ის საბაზისო მოდელი პრეზენტაციამდეც ააწყვეს, თუმცა თავდაპირველი აწყობა მაინც ჩინეთში შედგა.

Apple-ს აქვს პარტნიორობა ინდოეთში Foxconn-თან, Pegatron-თან და Tata-სთან. Foxconn პასუხისმგებელია მოწყობილობის აწყობის 75-80%-ზე. Foxconn-მა 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ინდოეთში თავისი წარმოების შესაძლებლობების გასავითარებლად.

ამჟამად iPhone-ების 12-14% დამზადებულია ინდოეთში და ეს წილი 2024 წლისთვის 20-25%-მდე გაიზრდება.

2023 წელს Apple-მა თავისი პირველი საცალო მაღაზიები გახსნა მუმბაიში, თუმცა, iPhone-ები ონლაინ შეკვეთებით ინდოეთში ხელმისაწვდომი 2020 წლიდან იყო.