ჩიპების გლობალური გაყიდვები 2023 წლის ბოლოს შემცირდა 8,2%-ით და $526,8 მილიარდი  შეადგინა. ამის შესახებ უსაფრთხოების ინდუსტრიის ასოციაცია (SIA) იტყობინება.

ამასთან, 2022 წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი $574,1 მლრდ დაფიქსირდა.

დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,4%-ით - $48,66 მლრდ-მდე გაიზარდა, ამასთან, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,6%-ით არის მომატებული.

მეოთხე კვარტალში მსოფლიოში $146 მლრდ-ის ჩიპები გაიყიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 11,6%-ით მეტია. 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ზრდამ 8.4% შეადგინა.

2023 წელს გაყიდვების ზრდა მხოლოდ ევროპაში დაფიქსირდა - 4%-ით. გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შემცირდა 5,2%-ით, ჩინეთში 14%-ით, იაპონიაში 3,1%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში 10,1%-ით.

დეკემბერში ჩიპების გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა 12,5%-ით წელიწადში, ევროპაში - 2,1%-ით, ჩინეთში - 19,4%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 11,3%-ით. ამასთან, იაპონიაში ეს მაჩვენებელი 4,6%-ით შემცირდა.

SIA-ში გაერთიანებულია აშშ-ის ჩიპების ინდუსტრიის დაახლოებით 99% და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებელთა დაახლოებით 66%.