„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა და ქალაქის ცენტრში მოქალაქეების საცხოვრებლიდან გამოსახლების ფაქტს გამოეხმაურა.
„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“ - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თბილისის ცენტრში, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 3 პირი, მათ შორის - ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია და ანა დოლიძის პარტიის წევრი, დააკავეს.
მოქალაქეებს გაშლილი აქვთ ბანერები: „ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ“, „აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება“.