გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს. არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე - გიორგი მიქაუტაძემ.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.