სიმღერის ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე და მუსიკის ავტორი, გია მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ:
" მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.
ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუკსტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას." - ნათქვამია განცხადებაში.