თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი 13 დეკემბრის საღამოს თბილისში გართულებულ საავტომობილო მოძრაობას და საცობს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ის აღნიშნავს, უკიდურესად რთული ვითარება რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევამ და 2 ადგილას ავარიაულად გაჩერებულმა ავტომობილმა გამოიწვია. 

„ცოტა რამ დღევანდელ საცობზე. არაერთხელ მითქვამს, გარდა იმისა რომ ქალაქში 650 000 ავტომობილი გადაადგილდება და ეს ტენდენცია ჩემი აზრით ამასთან კატასტროფულად მზარდია, ხშირად ქალაქის პარალიზების მიზეზი მცირედი ავტო საგზაო შემთხვევებია და ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს.

რაც უფრო პიკურ პერიოდში ხდება ეს ავტო საგზაო შემთხვევა მით უფრო მტკივნეულია ეს ქალაქისთვის. შევეცდები აღვწერო ორი კონკრეტული უბნის შემთხვევა. მაგალითად დღეს 17:54 სთ-ზე კოსტავა ჭოველიძის კვეთასთან იყო ავტო საგზაო შემთხვევა, რამაც შეაფერხა მოძრაობა მელიქიშვილზე, შესაბამისად ჭავჭავაძიდან (რამაც გამოიწვია ჭავჭავაძეზე ჩამომსვლელი ქუჩების პარალიზება და ავტომატურად შეაფერხა, ფალიაშვილი და აბაშიძე.  რამაც ვაკის პარალიზება გამოიწვია) და ვარაზისხევიდან ნაკადი ვერ გავიდა მელიქიშვილზე, შესაბამისად პეკინი გმირთა მოედნის გავლით ვერ ავიდა ვარაზისხევზე და აშ. რამაც გამოიწვია საბურთალოს პარალიზება. ამას დაემატა შუა გზაში ავარიულად გაჩერებული ავტომობილი ლაგუნაზე შემდეგ დამატებით ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ მელიქიშვილზე და ისევ ერთი ავარიულად მდგომი ავტომობილი ვახუშტის ხიდზე“, - წერს ვიქტორ წილოსანი ფეისბუკზე.