თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, ერთ-ერთი კომპანიის პლასტმასის საწყობში ხანძარია. 

როგორც „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები.