30 იანვარს, The Diary Concept House-ში, Forbes Georgia-მ გამართა Kickoff 2026 – წლის პირველი ღონისძიება, რომელზეც გამოცემამ პარტნიორებსა და ბიზნესეკოსისტემის წარმომადგენლებს საკუთარი განვითარების ახალი ეტაპი წარუდგინა. საღამოს 150-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის Forbes Georgia-ს პარტნიორები და ბიზნესის სხვადასხვა სექტორის ლიდერები.
Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და სს მედია პარტნერსის დირექტორმა შოთა დიღმელაშვილმა შეაჯამა გასული წელი და მიღწევები, რომელიც 2026 წლის ამბიციურ დღის წესრიგს ქმნის. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო Forbes Georgia-ს ხედვას, რომელიც სრულად ეყრდნობა გამოცემის გლობალურ მისიას, აღჭურვოს ადამიანები წარმატებისთვის საჭირო შთაგონებით, ცოდნით, რესურსებითა და კავშირებით. დიღმელაშვილის თქმით, ეს ფორმულა Forbes Georgia-სთვის არ არის აბსტრაქტული სლოგანი, არამედ პრაქტიკული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც იგეგმება კონტენტი, კვლევები, სიები და ღონისძიებები.
Kickoff 2026-ის ერთ-ერთი მთავარი განაცხადი იყო Forbes Georgia-ს ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება. 2026 წლის გაზაფულს გამოცემა საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველი უმდიდრესი ადამიანების სიით შეეგებება.
ვრცლად: forbes.ge