2027 წელს, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი კენჭს აღარ იყრის და მისი მემკვიდრე შეიძლება სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეშია, მაგრამ ასაკოვანია და 2027 წლისთვის უკვე 75 წლის იქნება და მისი პრეზიდენტად არჩევის შანსი მაღალი არაა. უეფას პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი, რუმინელი რაზვან ბურლეანუა, ხოლო მესამე - სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც გასულ წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა, ჩეფერინთან კარგი ურთიერთობა აქვს და შეიძლება აქცენტი მასზე გააკეთონ.