ჯანდაცვა არის ძალიან სწრაფად განვითარებადი სფერო. თუ დღეს რუხის კლინიკაში სახელმწიფომ ვიყიდეთ სამი „ტესლას“ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად რეგიონის მომსახურებას, ხვალ შეიძლება უკვე მოძველებული აპარატი იყოს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს სჭირდება დაახლოებით, ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია იმისთვის, რომ სულ ახალ-ახალი აპარატები იყოს.

„ჯანდაცვა არის ძალიან სწრაფად განვითარებადი სფერო. თუ დღეს რუხის კლინიკაში სახელმწიფომ ვიყიდეთ სამი „ტესლას“ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად რეგიონის მომსახურებას, ხვალ შეიძლება უკვე მოძველებული აპარატი იყოს. კიდევ გჭირდება მილიონი, ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია იმისთვის, რომ სულ ახალ-ახალი აპარატები იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დიაგნოზების დასმას. 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და იმ დიდ კომპანიებს, რომლებიც წელიწადში იშვიათი დაავადების წამლის გამოგონებაზე ხარჯავენ 1 მილიარდ დოლარს, არ უღირთ, რომ 2-3 პაციენტისთვის [გაისარჯოს]“, - აღნიშნა ლომინაძემ.