თსუ-ში ფუნქციური გამწვანებული სივრცეების მოწყობა გრძელდება\თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის მიზნით, უნივერსიტეტმა შეისყიდა სასწავლო კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის საპროექტო მომსახურება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-ს კანცლერის მოადგილის, გიორგი შამათავას თქმით, აღნიშნული მომსახურების პირველ ეტაპზე თსუ-მ მე-3 და მე-5 სასწავლო კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო.
„სასწავლო კორპუსების შიდა ეზოებში მოეწყობა ფუნქციური სტუდენტური სივრცეები, გამწვანებული ზონები. განხორციელდება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, შიდა ეზოებში არსებულ სოციალურ სივრცეებში სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობის - კონკურსების, შემოქმედებითი, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.