2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა წიწიბურა, ხახვი და კარტოფილი.

წინა წელთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად შემდეგ პროდუქტებზე შემცირდა:

წიწიბურა - -43%;

ხახვი - -34%;

კარტოფილი - -34%;

მზესუმზირის ზეთი - -29%;

მარგარინი - -20%;

მწვანე ლობიო - -16%;

ნიგოზი - -16%;

მანანის ბურღული - -15%;

ბანანი - -11%;

ხორბლის პური - -10%.