ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც. ამის შესახებ „ბათუმელები“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს.

ცეცხლი ახლოსაა დასახლებულ პუნქტთანაც. თუმცა სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, რომ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

წყარო და ფოტო: ბათუმელები