თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა. ,,კომერსანტი'' წილოსანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ ავრცელებდა ინფორმაციას. მაშინ მერიის პრეს-სამასახურმა ჩვენთან საუბარში ფაქტი არ დაადასტურა.
კალაძის თქმით, წილოსანი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. მის ადგილს კი ნინო ბაგაშვილი დაიკავებს, რომელიც თბილისის მერიაში მუშაობდა.
ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა, მანამდე კი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, უფრო ადრე 2018-2019 წლებში, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.