საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში საავადმყოფოების მომსახურება ერთ წელიწადში 25%-ით გაძვირდა. საუბარია იმ სერვისებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს, რადგან DRG-ს პროგრამა ფასებს არეგულირებს და ამ ნაწილში კლინიკებს ფასების გაზრდა არ შეუძლიათ. საკითხს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო სწავლობს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილმა ისაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ 25%-იანი ზრდა თავადაც უკვირთ, ვინაიდან როცა სერვისების ღირებულებას უყურებენ, ზოგან მატება 9, ზოგან კი - 6%-ია.

როგორც კი ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, რომ კონკურენციის სააგენტოს შესწავლას იწყებდა, გვქონდა კომუნიკაცია, შეხვედრაც. გაეგზავნათ მონაცემები, რაც მოითხოვეს და მიდის კლინიკებთან ინდივიდუალური დაზუსტებები.

ჩვენც გვიკვირს, საიდან მოვიდა ეს 25%, რადგან მთლიან ჩაშლას როცა ვუყურებ, რაღაც 9%-ია, რაღაც - 6% და ასე შემდეგ. ველოდებით, რომ ეს მონაცემები რომ დამუშავდება კონკურენციის სააგენტოს მიერ, გააზიარებენ ანგარიშს და ჩვენც გავიგებთ“, - აცხადებს მაია მახარაშვილი.

რაც შეეხება ზოგად საკითხს სამედიცინო სერვისების გაძვირების მიმართულებით, მაია მახარაშვილი განმარტავს, რომ ფასები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დანარჩენ მსოფლიოშიც მზარდია, რასაც არაერთი მიზეზი აქვს.

სტაციონარულ მომსახურებაზე როცა ვსაუბრობთ, დიდი წილი აქ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითფინანსდება, რომლის ფარგლებშიც ფასის ზრდის ტენდენცია ვერ იქნება, რადგან დარეგუირებულია საკმაოდ მკაცრად. არის ფიქსირებული ტარიფები და შესაბამისად, ის თანაგადახდის წილიც დაფიქსირებულია. შესაბამისად, ამ ნაწილში გამორიცხულია, რომ რაიმე ზრდას ჰქონდეს ადგილი. რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ ჯდებადა მათ შორის, არც კერძო სადაზღვევო კომპანიებიანაზღაურებენ, ასეთ სერვისებზე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, გაზრდილი იქნება, მით უმეტეს, 3 წლის ჭრილში. წლიდან წლამდე ბევრი მდგენელი იცვლება და შესაძლებელია, ზრდა იყოს, რადგან წლების განმავლობაში ფასი ფიქსირებული უბრალოდ ვერ იქნება. მსოფლიო ტენდენციებს რომ შევხედოთ, ჯანდაცვის დანახარჯები მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში არის მზარდი და მზარდია წელს და შარშან კი არა, წლების ჭრილში რომ ნახოთ, 5-10 წლი, სულ მზარდია. ამას აქვს ძალიან ბევრი ფაქტორი - ყველას კარგად გვესმის, რომ ტექნოლოგიური ბუმია. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას რომ სექტორმა ფეხი აუბას, ახალი ინვესტიციებია საჭირო, რაც არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იწვევს ფასთა ზრდას. მეორე ფაქტორია სოციალური ფაქტორი - როცა მოსახლეობის შემოსავლები იზრდება, შესაბამისად, შესაძლებლობები აძლევს საშუალებას, მოთხოვნა გაიზარდოს ამა თუ იმ მომსახურებაზე. ფასების ზრდის ერთ-ერთი მდგენელია მედპერსონალის ხელფასები მატება“, - ამბობს მაია მახარაშვილი.