თელავში, ხევში დაკარგული 2 მოზარდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

,,თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება'', - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.