„თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერებისა და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების ავსების სენსორის შესყიდვაზე 10 379 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 214 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ბეტონის ბუნკერით და 214 ავსების სენსორს შეისყიდის.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის ერთი ერთეულის ფასი 47 000 ლარია განსაზღვრული, ავსების სენსორის ფასი კი 1500 ლარია. აპარატურის მონტაჟი უნდა მოხდეს 2025 წლის 31 დეკემბრამდე. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა 2 წელია.
ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 27 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება.