თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი სვანეთის უბანში, გივი ცინცაძის ქუჩაზე, საცხვორებელ სახლში ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

როგორც ადგილობრივებმა "პირველებს" უთხრეს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული 80 წლამდე მამაკაცია. ცხედარი ამ წუთებში პროზექტურაში გადააქვთ.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ცინცაძის ქუჩაზე ამ წუთებში რჩებიან საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

გამოძიება დაიწყო სსკ-ს 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.