თბილისში მგზავრობისას ადამიანს  თვეში მინიმუმ 20 საათის , წელიწადში კი 240 საათის გატარება უწევს საცობში, იმის გათვალისწინებით თუ გზაში მინიმუმ 1 საათი ფერხდება. ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულის“ კვლევაში.

statista.com-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის თბილისის ხელა ქალაქებში ეს რიცხვი 10-ჯერ ნაკლებია. მაგალითად ამსტერდამში წელიწადში 30 საათი დგანან საცობში, ბრატისლავაში 29, პრაღაში ბუდაპეშტში და ჰელსინკში 24, ხოლო ლისაბონში 22 საათი. ყველაზე მაღალი რიცხვი არის 3 მილიონიან რომში, წელიწადში 165 საათი რაც თბილისზე 75 საათით ნაკლებია.