„პიკის საათებში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. ისინი თავისი გაბარიტებით, მოცულობით აფერხებენ გადაადგილებას და ზრდის საავარიო სიტუაციების ალბათობას, რაც თავის მხრივ საკმაოდ აფერხებს ავტომობილების მოძრაობას.
როდესაც ყველაზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, მაგ დროის მონაკვეთში, შევზღუდავთ დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებას... ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ავარიდოთ საცობებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის განმარტებით, შეზღუდვა გულისხმობს თბილისში M3, N2 და N3 კატეგორიის მანქანების გადაადგილების აკრძალვას 08:00-11:00 საათისა და 17:00-20:00 საათების მონაკვეთში.
მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ბიზნესთან ამ საკითხზე მოლაპარაკება და შეზღუდვა, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება.