2024 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით არის შემცირებული. ინფორმაციას colliers ავრცელებს.

2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19 477 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 5%-ით, 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

„2024 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,049 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 21%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 13%-ით, 212 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული“, - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასს, ივნისში 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული.

2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში. ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.