„თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, მაისში თბილისში 712 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 12%-იან ზრდას ნიშნავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში წლიურად 11%-ით შემცირდა ძველი ბინების გაყიდვები და ჯამში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 340 შეადგინა.

„ახალ ბინებზე მოთხოვნა უფრო ძლიერი დარჩა. ახალი ბინების გაყიდვის ზრდის ფონზე, მთლიან ტრანზაქციებში მათმა წილმა 23%-ს მიაღწია. საშუალო გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით გაზრდილია როგორც ახალ (7.8%), ასევე ძველ (1.8%) ბინებზე“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთანავე, მიმოხილვის მიხედვით, მაისში, აპრილთან შედარებით, საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებში კვ.მ 1 027 დოლარი ღირდა, რაც თვიურად 1.2%-იან შემცირებას ნიშნავს. ძველი ბინების ფასი კი 0.5%-ით შემცირდა და მაისში 1 კვ.მ-ზე 1 238 დოლარი შეადგინა.