ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 42 დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart, საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშში აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ღირებულება საშუალოდ 1 345 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 303 დოლარი.
თეთრი კარკასის ფასებს ერთ კვადრატულ მეტრზე თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:
- ვაკე - 2 479 დოლარი
- საბურთალო - 1 558 დოლარი
- კრწანისი - 1 499 დოლარი
- დიდუბე - 1 324 დოლარი
- ისანი - 1 287 დოლარი
- ნაძალადევი - 1 187 დოლარი
- სამგორი - 1 075 დოლარი
- გლდანი - 1 046 დოლარი
- დიდი დიღომი - 1 033 დოლარი
- ვაშლიჯვარი - 1 024 დოლარი.