თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.