თბილისში აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ნიშური პროდუქტების ქართველ მწარმოებლებთან ერთად დაბრუნდა.
ღონისძიება 16-17 სექტემბერს ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-ს ორგანიზებით ჩატარდა.
აგრობაზარში მონაწილე 45-მა მწარმოებელმა, წარმოადგინა და გაყიდა სხვადასხვა სახის რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ტკბილეული, ჯემები, სოუსები, ჩაი და ალკოჰოლური სასმელები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი პროდუქტი, საქართველოს ტრადიციულ სასოფლო სამეურნეო და სურსათის წარმოების საუკუნოვან ცოდნას ასახავს.
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ქვეყნის მრავალფეროვანი საკვები პროდუქტის პოპულარიზაციისა და სურსათის მცირე მეწარმეების პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირების ხელშეწყობის მიზნით იმართება.