2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ-ზე 64.6 კაცი შეადგინა. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 1 კვ.კმ-ზე 2 495.9 ადამიანი ცხოვრობს.

თბილისის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარის ა.რ. (125.2 კაცი), შიდა ქართლი (71.2 კაცი) და იმერეთი (68.9 კაცი).

ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი, სადაც 1 კვ.კმ-ზე 5.7 ადამიანი ცხოვრობს.

ამასთან, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

bm.ge