თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, შანიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის და ბარნოვის ქუჩების  მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნოდარ ბოხუას, აკაკი ბელიაშვილის, შალვა გოგიძის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, ხერხეულიძის, გრიშაშვილის, ვეკუას, ლიბანის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სალხინოს, ღამბაშიძის, გაგრის, ხორავას, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, ხიზამბარელის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე მეტრეველის, პოლიციის, ნავთლუღის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილი-3  III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო მუსხელიშვილის, შანდორ პეტეფის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.