თბილისი-მოსკოვის რეისის ნასვამმა მგზავრმა თვითმფრინავში სტრიპტიზი იცეკვა. ქალმა ახლომდებარე სკამზე მჯდომ მამაკაცსაც შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი 30 მარტს მოხდა, როდესაც ავიაკომპანია Azimut 13:50 საათზე რუსეთის მიმართულებით აფრინდა.
მგზავრების თქმით, ქალმა ძალიან ბევრი ჯინ-ტონიკი დალია და აფრენის შემდეგ არაადეკვატური ქცევა დაიწყო.
ბორტგამყოლი და კაპიტანი ცდილობდნენ მგზავრის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ. ვნუკოვოს აეროპორტში ქალს პოლიცია დახვდა და განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას Безреформа ავრცელებს.