თავდაცვის სამინისტრომ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისს გასამართი ღონისძიებებისთვის 2.2 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

შესყიდვის მიხედვით, ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების მოწყობა თბილისში და საქართველოს ხუთ რეგიონში.

თანხა კი საჭიროა გახმოვანებისა და მონიტორების უზრუნველსაყოფად თბილისში, თავისუფლების მოედანზე სინქრონული თარგმნითა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფისთვის, თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის მოსაწყობად, სცენის შესაფუთად, შეიარაღების, აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის გამოფენებისთვის, თბილისსა და რეგიონებში; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურებისთვის, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის, ავიაციის საჩვენებელი გამოფენისთვის; ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგებისთვის.

ვრცლად: bm.ge