თამბაქოზე კონტროლი კუთხით დარღვევები 5-6%-ის ფარგლებში გვხვდება, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში გარკვეული ლოიალურობა შეიმჩნევა, თუმცა ეს დარღვევები მოსალოდნელის ფარგლებშია.
„თამბაქოზე კონტროლი კუთხით არის გარკვეული ლოიალურობა, ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. დარღვევები არის მოსალოდნელის ფარგლებში. სრული აბსოლუტური აღსრულება არც ერთ კანონს არ აქვს, მაგრამ თამბაქოს კონტროლის კანონი ძალიან მაღალი აღსრულებით ხასიათდება. იმიტომ, რომ საზოგადოება თვითონვე მიეჩვია ამ ნორმებს და რეგულაციებს. გარკვეული დარღვევები 5-6%-ის ფარგლებში გვხვდება. საჯარო დაწესებულებებში უფრო მეტია დარღვევები ვიდრე სამასპინძლო ბიზნესში. მე მოვუწოდებ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ გაამკაცრონ რეგულაციები პერსონალის მიმართ და მაქსიმალური ზომები მიიღონ, რომ შემცირდეს დარღვევები. რაც არ უნდა სავალალო იყოს, ეს დარღვევები სამედიცინო სექტორშიც უფრო მეტია, ვიდრე სამასპინძლო დაწესებულებებში. თუმცა ეს დარღვევები მოსალოდნელ ზღვარში ჯდება, - აცხადებს გიორგი მაღრაძე.