მთელს მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის 37 მილიონი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს, ამასთან, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დონე მოზარდებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმოს ევროპის რეგიონში ჩატარებული კვლევის თანახმად, 15 წლის მოზარდების 20%-ს გამოუყენებია ელექტროული სიგარეტი გასული 30 დღის განმავლობაში. 
თამბაქოს მოხმარების შემცირების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი სხვა ახალი პროდუქტების გამოჩენა ახალგაზრდებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს ტენდენცია, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის აქტიურობის შედეგია, რისკის ქვეშ აყენებს თამბაქოს კონტროლის კანონის შედეგებს.

„ისტორია მეორდება, რადგან თამბაქოს წარმოება ცდილობს მიყიდოს ჩვენს ბავშვებს იგივე ნიკოტინი, თუმცა სხვა შეფუთვაში - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, - ეს დარგი ძლიერ და მიზანმიმართულ გავლენას ახდენს სკოლებზე, ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. კერძოდ, სთავაზობს მათ ახალ პროდუქტებს, რომლებიც წარმოადგენს ხაფანგს კანფეტების გემოს გამოყენებით. როგორ შეიძლება ზიანის შემცირებაზე საუბარი, როცა ისინი ბავშვებისთვის ახდენენ საშიში პროდუქტების რეკლამირებას, რომლებიც უკიდურესად მაღალ დამოკიდებულებას იწვევს?“- აღნიშნა გებრეიესუსმა.


მისი თქმით, ეს დარგები აწარმოებენ ახალგაზრდებზე ორიენტირებულ პროდუქციას მიმზიდველი არომატებით, მაგალითად კანფეტებისა და ხილის.

აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 70% უარს იტყოდა ელექტრონული სიგარეტების მოხმარებაზე, მათ რომ მხოლოდ თამბაქოს არომატი ჰქონდეს.


ჯანმო აცხადებს, რომ ეს დარგები მიზანმიმართულად იყენებენ მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც უშუალოდ ბავშვებზეა ორიენტირებული. ამიტომაც პროდუქტში ურევენ შაქრის ბამბას, აძლევენ მას საღეჭი რეზინის ფორმას, ფუთავენ ლამაზად, რათა ისინი სათამაშოს დაამსგავსონ. მიზანი კი ამ მავნე პროდუქტებზე ახალგაზრდებში დამოკიდებულების გაძლიერებაა. ამ მიზნის მისაღწევად ინდუსტრია ცდილობს, ახალი პროდუქტი რაც შეიძლება იაფი და ხელმისაწვდომი იყოს.

ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, მიიღონ მკაცრი ზომები ამ პროდუქტის რეგულირების მიზნით.

წყარო: jandacva.ge