დღეს ზემო სვანეთში რუსი ტურისტები დააყაჩაღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით დეტალები უცნობია. უცნობია, დააკავა თუ არა მომხდარ ფაქტზე შსს-მ ვინმე.

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა ედებათ.

არსებული ინფრომაციით, სოფელ ნაკრას ასახვევთან გატაცებული მანქანაა ნაპოვნი, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სისხლის კვალი აღენიშნება. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ცნობილია, რომ ორივე დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს და მეზობელ სოფელში დატოვეს. ასევე ცნობილია, რომ ქალს ექსპერტიზისთვის ამზადებენ.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით -  ყაჩაღობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.