სურსათის ეროვნული სააგენტო ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის" მიმართულებით და ევროკავშირის ENPARD-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტის, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 აიღო.
საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს ხარისხის მართვის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანების და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკების და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, მომსახურების ისეთი სიsტემების შექმნას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
სურსათის ეროვნული სააგენტო ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების მოლოდინი იზრდება - რა გავლენა ექნება შედეგებს საქართველოზე
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი