სტიქიის მეშვიდე დღე საქართველოში - იმერეთსა და გურიაში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილია. იძულებით იზოლაციაში მოქცეული ხალხი დახმარების მოლოდინშია.
ადგილობრივების თქმით, გზები მოლიპულია და სავალი ნაწილი არ არის გაწმენდილი, რაც ფეხით გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. ბევრ სოფელს ამ დრომე არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი.
"5 კილომეტრი გამოვიარეთ ფეხით. ჭირს მოძრაობა, მოყინულია გზა. არ არის წესიერად გაკეთებული. მონგრეულია მთელი გზები. დენი არ არის, არაფერი არ არის ძალიან გაჭირვებაა. ხალხი დადის ტრაქტორებით და დანარჩენი იმტვრევიან. გზა არ არის გაკვალული", - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თბილისში შტაბი გაიხსნა. მოქალაქეებს დოდო აბაშიძის 10 ნომერში შეეძლებათ მისვლა და დასავლეთ საქართველოში გასაგზავნი ნივთების მიტანა.
"არტ რეას" გალეარეაში შემდეგი ნივთები უნდა მიიტანოთ:
- სანთლები
- ფანრები
- ფავერბანკები
- პირველადი საჭიროების არამალფუჭებადი პროდუქტი (კონსერვები, ზეთი, წიწიბურა, ფქვილო, ბრინჯი, ძეხვეული, მაკარონი, რძის ფხვნილი, ბავშვთა კვება)
- სამუშაო ინვენტარი (ნიჩბები)
- პირველადი დახმარების წამლები
- პამპერსები
- ჰიგიენის საშუალებები.
სამუშაო საათები: 11:00-20:00, ყოველდღე.
წყარო: tv pirveli