ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მე-9 ცხედარიც იპოვეს  ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ყველა იმ ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, რომლებიც 7 თებერვლის სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდნენ.

მეწყერი ნერგეეთში 7 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.

დაღუპულთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები: მამა და მისი სამი შვილი, დედა-შვილი და ბავშვის ბებია, ასევე, შუახნის ცოლ-ქმარი.

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.