hurriyet daily news-ის ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში ახალი თანამშრომლები გამოჩნდნენ. პროექტის- „Therapy Dog Project“ფარგლებში, სტამბოლის აეროპორტში 5 სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა დაიწყო მუშაობა.
აბდულკადირ დემირთაშის, სტამბოლის აეროპორტის მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის (İGA) განცხადებით, ეს გაწვრთნილი პერსონალი მთელი დღის განმავლობაში დადის საერთაშორისო გაფრენების ზონაში, ტრენერების თანხლებით და დადებით ენერგიას აწვდის მგზავრებს, რომლებიც ფრენის დროს სტრესს განიცდიან.