შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები.

მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნულია ლექტორების განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

ირმა დოლიძე

ანა კვინიკაძე

ეკა კიკნაძე

ალექსანდრე კობერიძე

ლაურა კუტუბიძე

მაკა ვასაძე

მარიკა მამაცაშვილი

ქეთი მაჭავარიანი

ლელა ოჩიაური

სალომე სხირტლაძე

გიორგი რაზმაძე

თამარ ცაგარელი

ნათია წულუკიძე