შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. 

კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.