ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი გახდეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგები დაემუქროს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის წერს.
Greenpeace-ის გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი მაინც მოხვედრილიყო. ქერჩის სრუტის წყლებში ორი ტანკერიდან, მინიმუმ, 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა. მათივე ინფორმაციით, ორივე რუსული ტანკერი რუსეთის საზღვაო ძალებისთვის საწვავის მიწოდებას გეგმავდა, თუმცა საზღვაო მოძრაობის ადგილმდებარეობის სისტემა უკვე 12 დღეა გამორთული იყო.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზღვაო ჰიდროფიზიკურ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ თითოეული ხომალდის დაზიანებული ავზებიდან ზღვაში, დაახლოებით, 1,5 ათასი ტონა მაზუთი გაჟონავდა.
ცნობისთვის, შავ ზღვაში, ქერჩის სანაპიროდან 8 კილომეტრში ორი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-212 და ვოლგონეფტ-239 ჩაიძირა. ბოლო ინფორმაციით ვოლგონეფტ-212 შუაზე გადატყდა, რის შედეგად ზღვაში 4300 ტონა მაზუთი ჩაიღვარა.
ზრვის ტალღასთან შეჯახებით კიდევ ერთი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-239 იძერება. მას 4000 ტონა მაზუთი გადაჰქონდა.