2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით); მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).
რეგიონების მიხედვით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ასეთია:
- თბილისი - 2 380,4 ლარი
- მცხეთა-მთიანეთი - 1 931,0 ლარი
- აჭარა – 1 748,8 ლარი
- ქვემო ქართლი - 1 704,8 ლარი
- იმერეთი - 1 372,9 ლარი
- სამცხე-ჯავახეთი - 1 359,6 ლარი
- კახეთი - 1 358,3 ლარი
- შიდა ქართლი - 1 351,7 ლარი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 308,9 ლარი
- გურია - 1 250,7 ლარი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 069,6 ლარი.