ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.

ipn.ge