საქართველოში 2024 წელს სუიციდის მცდელობის 734 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 14.91%-ით მეტია - 637. აღნიშნულის შესახებ შსს-ს ოფიციალური მონაცემებიდან ვიგებთ.

სუიციდის მცდელობათაგან 434 სიკვდილით დასრულდა, 300-ჯერ კი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 2023 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 390 გახლდათ.

2024 წლის სუიციდის მცდელობების სტატისტიკა, რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი - 201 (27.47%)
  • იმერეთი - 106 (14.48%)
  • აჭარა - 92 (12.58%)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 82 (11.21%)
  • ქვემო ქართლი - 74 (10.11%)
  • კახეთი - 48 (6.56%)
  • შიდა ქართლი - 39 (5.32%)
  • მცხეთა-მთიანეთი - 30 (4.1%)
  • სამცხე-ჯავახეთი - 29 (3.96%)
  • გურია - 27 (3.69%)
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6 (0.82%)

2017-2024 წლების პერიოდში, საქართველოში ჯამურად 6 317 სუიციდის მცდელობა დაფიქსირდა და მათგან 3 254, ანუ 51.5%, სიკვდილიანობით დასრულდა.

წყარო: bpn.ge